კავკასიაში პირველი გავლენის ფონდი “აქციო” დაფუძნდა

გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირების ხელშეწყობა

გარემოს დაცვის მიმართულება მოიცავს ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს გარემოს დაცვასა და ზრუნვას, ამცირებს გარემოსთვის მიყენებულ ზიანს და ამაღლებს საზოგადოების გარემოსდაცვით ცნობიერებას. მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ნარჩენების შემცირება და საქმიანობა, რომელიც ხელს უშლის დამატებითი ნაჩენის წარმოქმნას.

აქციო მხარს უჭერს მწვანე სოციალურ საწარმოებს, რომელთა პირველადი მისია გარემოზე ზრუნვაა.

ფონდისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ პორტფელში არსებული საწარმოები, მიუხედავად მათი სოციალური მისიისა, თავიანთ საქმიანობაში ითვალისწინებდნენ გარემოსდაცვით საკითხებს, ხელს უწყობდნენ ნარჩენების შემცირებას და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.