კავკასიაში პირველი გავლენის ფონდი “აქციო” დაფუძნდა

აქციოს შესახებ

საქართველოში პირველი გავლენის ფონდი „აქციო“ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ 2022 წელს დაფუძნდა. 

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი საქართველოში ერთ-ერთი  პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა. შესაბამისად, CSRDG-ს სამოქალაქო სექტორში წარმატებული საქმიანობის 27 წლიანი გამოცდილება აქვს. 

CSRDG-ის მისიაა საქართველოში საზოგადოების კეთილდღეობისათვის, კარგი მმართველობის, მდგრადი, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა.

ორგანიზაციის დაარსების დღიდან, ჩვენი გუნდი ორიენტირებულია ისეთ შედეგებზე, რომლებიც პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს, როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მთელს საზოგადოებას.

2009 წლიდან CSRDG-მ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის განვითარებაზე დაიწყო მუშაობა. მას შემდეგ ცენტრმა ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია 50-მდე სოციალურ საწარმოს, სხვადასხვა ღონისძიებებით ხელი შეუწყო კონცეფციის პოპულარიზაციას, დაიწყო სექტორის საჭიროებების ადვოკატირება ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დონეზე.

2022 წლის ივნისში CSRDG-მ ევროკომისიისა და ვენჩურული ფილანტროპიის ევროპული ასოციაციის მხარდაჭერით გავლენის ფონდი "აქციო" დააფუძნა. აქციო წარმოადგენს ახალ, თანამედროვე, შესაძლებლობას მოქმედი სოციალური საწარმოებისთვის, განავითარონ ბიზნესი და გაზარდონ სოციალური გავლენა. აქციო ასევე წარმოადგენს სანდო შესაძლებლობას ინვესტორებისთვის, შეიტანონ წვლილი გრძელვადიანი სოციალური გავლენის შექმნასა და საქართველოს მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესებაში.

მისია

აქციოს მისიაა სოციალური ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის გზით.

ამისთვის ჩვენ, გავლენის ინვესტორებთან ერთად, ვქმნით თანამედროვე მექანიზმებს, რომლებიც მოქმედ სოციალურ საწარმოებს ბიზნესისა და გავლენის მასშტაბის ზრდის შესაძლებლობას აძლევს.

მიზნები

 

 

აქციოს მიზანია მომდევნო 5 წლის მანძილზე მდგრადი ბიზნეს მოდელის მქონე  სულ მცირე 10 სოციალური საწარმოს გაძლიერება, რომლებიც ხელშესახებ გავლენას ქმნიან შრომითი ინტეგრაციის, გარემოს დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიმართულებით

მიდგომები

ფონდი სოციალურ საწარმოებთან თანამშრომლობს გრძელვადიანი მიდგომით და სთავაზობს საჭიროებებზე მორგებულ ისეთ მხარდაჭერის მექანიზმებს, როგორებიცაა: 

  • ფინანსური მხარდაჭერა  შედეგებზე ორიენტირებული გრანტისა  და შეღავათიანი სესხის სახით
  • ტექნიკური მხარდაჭერა წამყვანი ექსპერტების ჩართულობით
  • სოციალური გავლენის შეფასება და მართვა
ქრისტინე კანდელაკი
აქციოს მენეჯერი
ქრისტინე კანდელაკი,
აქციოს მენეჯერი

ბიოგრაფია

ქრისტინე კანდელაკს აქვს სამოქალაქო სექტორში მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში იგი ამჟამად იკავებს გავლენის ფონდ „აქციოს“ მენეჯერის პოზიაციას.

ქრისტინეს აქვს პროექტების დაგეგმვის, შემუშავებისა და მართვის 5 წლიანი გამოცდილება და 2021 წლიდან უძღვება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის, "თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის" საქართველოს კომპონენტს.

მისი ექსპერტიზა აგრეთვე მოიცავს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სოციალური საწარმოებისთვის საჭიროებებზე მორგებული ორგანიზაციული განვითარების მომსახურების, კონსულტაციებისა და ტრენინგების მიწოდებას.

ქრისტინე ფლობს ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხს შრომის და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულებით.

ეკა დათუაშვილი
აქციოს კონსულტანტი
ეკა დათუაშვილი,
აქციოს კონსულტანტი

ბიოგრაფია

მარიამ ჯაფარიძე
კომუნიკაციების მენეჯერი
მარიამ ჯაფარიძე,
კომუნიკაციების მენეჯერი

ექსპერტიზის სფერო: სტრატეგიული კომუნიკაციები, პასუხისმგებლიანი ბიზნეს ურთიერთობები.

ბიოგრაფია

მარიამ ჯაფარიძეს კომუნიკაციების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

პროექტები

პუბლიკაციები

გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების არსი

თანამედროვე მიდგომა სოციალურ გამოწვევებზე საპასუხოდ.

იხილეთ მეტი

სოციალური ინვესტირება და მომიჯნავე კონცეფციები

რით განსხვავდება გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირება ფინანსური მხარდაჭერის სხვა მიდგომებისგან?

იხილეთ მეტი

დონორები და მხარდამჭერები

გსურს გაიგო მეტი?