კავკასიაში პირველი გავლენის ფონდი “აქციო” დაფუძნდა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და კულტურის განვითარების ხელშეწყობა

"აქციოს" აღნიშნული პრიორიტეტი მოიცავს საქმიანობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ტრადიციული რეწვის დარგების შენარჩუნებისა და ზოგადად კულტურის სფეროს განვითარების მიმართულებით.

აქციო ხელს უწყობს, ტრადიციული კულტურის შენარჩუნებას, ცოდნის გადაცემას ახალი თაობისათვის და საზოგადოების ინფორმირებას ქართული კულტურული ძეგელებისა და თუ ტრადიციების შესახებ.

აქციოსთვის მნიშვნელოვანია, როგორც ტრადიციული კულტურის თანამედროვე სამყაროში პოპულარიზაცია და მიმდინარე ტენდეციებში ჰარმონიული ინტეგრირება, ისე კულტურის თანამედროვე სფეროების განვითარება.

შესაბამისად, აქციო მხარს უჭერს ისეთ სოციალურ საწარმოებს, რომლებიც მუშაობენ ქართული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების, განვითარებისა და ფართო საზოგადოებაში წარმოჩენის მიმართულებით. აქციო, ასევე, განიხილავს ზოგადად კულტურის სფეროში მოქმედ სოციალურ საწარმოებთან თანამშრომლობას.